ხულოში შიდა საუბნო გზების პრობლემური მონაკვეთების ბეტონირება მიმდინარეობს
ხულოს მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო გზების პრობლემური მონაკვეთების ბეტონირება მიმდინარეობს. სოფელ მანიაკეთში სამუშაო პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი – ვახტანგ ბერიძე საკრებულოს თამვჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად გაეცნო.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარეობს 1510 კუბური მეტრი ბეტონის დაგება, რომელიც რიყეთის, ღორჯომის, დიოკნისისა და დიდაჭარის ადმინისტრაციული ერთეულების შემავალი სოფლების შიდა საუბნო გზების პრობლემურ მონაკვეთებზე მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – “მშენებელი 7” აწარმოებს.