იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
იაპონიაში, გიფუს პრეფექტურაში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ქვეყნის მთავარი მეტეოროლოგიური სააგენტო იტყობინება.
აღინიშნება, რომ მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება, არც ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული.