გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში მიმდინარე  მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა 

გურიის რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო, პროექტის ღირებულება 2 900 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღმაშენებლის ქუჩა ავტობანს დაუკავშირდება. სოფელ ლესაში კი წყლის რეაბილიტაცია გრძელდება.

პროექტის თანახმად, უნდა მოეწყოს ცენტრალური მაგისტრალი და სათავე ნაგებობა, რომლითაც 500 ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოები 700 000 ლარით ფინანსდება.

ასევე, ლანჩხუთის 9 ქუჩაზე სანიაღვრე არხები მოეწყობა. პროექტის ღირებულება 1 170 000 ლარს შეადგენს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა –  ზურაბ ნასარაიამ პირველ მოადგილესთან – აკაკი შენგელიასთან, ლანჩხუთის მერთან – ალექსანდრე სარიშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები