სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 460-ით გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსის კიდევ 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში 8676 შემთხვევაა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 7 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 120 ლეტალური შემთხვევაა.

განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 3297-მა  პირმა შეძლო.

სულ 56 042 ტესტია გაკეთებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები