აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში სოციალური ქსელების რეგულირების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.
ამის შესახებ მან თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მან სიტყვის თავისუფლების დაცვის ამერკელი მოქალაქეების უფლებების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. მისივე თქმით, სოციალური ქსელები, როგორებიც არის “ტვიტერი”, პასუხისმგებლობისგან უპრეცედენტოდ იყვნენ დაცული იმის საფუძველზე, რომ თითქოს ისინი ნეიტრალურ პლატფორმას წარმოადგენენ და ამიერიდან სოციალური ქსელები, რომლებიც ცენზურაში ან პოლიტიკურ ქმედებებში იქნებიან გარეული, პასუხისმგებლობისგან დაცულები აღარ იქნებიან.
მომხდარს “ტვიტერის” ადმინისტრაცია გამოეხმაურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილება არის რეაქციონისტული და პოლიტიზირებული.
აღინიშნება, კომუნიკაციის სფეროში ეთიკის შესახებ კანონის 230 მუხლი, ეფუძნება დემოკრატიულ ფასეულობებს, ინოვაციების დაცვასა და სიტყვის თავისუფლებას.
“230 სექცია ამერიკული ინოვაციებსა და სიტყვის თავისუფლებას იცავს, ეს ეფუძნება დემოკრატიულ ფასეულობებს. მისი შერყევის ცალმხრივი მცდელობები ინტერნეტის თავისუფლებასა და მომავალში ონლაინრეჟიმი გამონათქვამების თავისუფლებას ემუქრება”, – აღნიშნეს “ტვიტერში”.