პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თარხნიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე ბრალდებული დ.ს. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ “კვირას” პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 8 სექტემბერს, დ.ს.-მ ქ.თბილისში, თარხნიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ.ს.-ს დანით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა.

სამართალდამცველებმა დ.ს. 2019 წლის 8 სექტემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები