პაატა იმნაძე: ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში კონდიციონერების გამოყენება ნებადართული არ იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება, მაღალი რისკის გამო, ნებადართული არ იქნება.

„საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები