ბორჯომის სამ დასახლებაში  ტრენაჟორების ახალი მოედნები მოეწყობა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ფიტნესტრენაჟორების მოედნების მოწყობა გრძელდება.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სამუშაოები ქალაქის 3 უბანში:  ვაშლოვანაში, ახალშენსა და ჩარხისწყალზე მოეწყობა. გარდა ამისა, ფიტნესტრენაჟორები ექნება კორტანეთს, ლიბანსა და ანდეზიტს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტს წლის ბოლომდე კიდევ 7 სავარჯიშო სივრცე შეემატება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, ქალაქის უბნებსა და სოფლებში 16 მოედანი მოეწყო. პროექტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები