ბექა ოდიშარია: დღეს დიასპორის დღეა და მთელი დიპლომატიური კორპუსის მიმართ მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება, ისევე როგორც არ გვერიდება ექიმების, ჯარისკაცების, პოლიციელების მიმართ მადლიერების გამოხატვა

„დღეს დიასპორის დღეა და მთელი დიპლომატიური კორპუსის მიმართ მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება, ისევე როგორც არ გვერიდება ექიმების, ჯარისკაცების, პოლიციელების მიმართ მადლიერების გამოხატვა”, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მობრძანდა და საკმაოდ მნიშვნელოვანი მოხსენება წარმოადგინა, არამედ იმიტომაც, რომ დღეს არის დიასპორის დღე, რომელსაც ტრადიციულად ძალიან ღირსეულად ავღნიშნავდით ხოლმე, თუმცა ამის შესაძლებლობა ახლა არ გვეძლევა. პრემიერმა რამდენიმე დღის წინ ბრძანა, რომ ჩვენ რამდენიმე ფრონტზე ვიბრძვით, ეს ფრონტებია ეკონომიკის და ჯანმრთელობის, თუმცა ბატონმა პრემიერმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენ ამ ბრძოლიდან გაძლიერებული ინსტიტუციებით უნდა გამოვიდეთ.

ვფიქრობ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნამდვილად ეკუთვნის ეს კომპლიმენტი, მინდა ვთქვა ჯერ-ჯერობით უხილავი ფრონტის წინა ხაზზე მდგომი ადამიანების მიმართ დიდი მადლიერება. ჩვენ დიასპორელებს ასევე მინდა მივულოცო, რომლებმაც თავისი ინიციატივებით და სახსრებით შექმნეს კრიზის ცენტრები და გვერდში დაუდგნენ საქართველოს სახელმწიფოს. მადლობა მინდა გადაუხადო ეკლესიებს, ექსარქიებს, მეუფეებს, მამებს. ვფიქრობ, რომ ასე ახლოს ქართული სახელმწიფო და დიასპორა არასდროს ყოფილა. ახლა არ გვაქვს საშუალება ავღნიშნოთ მათი ღვაწლი, როგორც დიპლომატების, ასევე ღირსეული დიასპორელების, ისევე როგორც ჩვენი ახალგაზრდა ელჩების, საპატიო კონსულების, მაგრამ იმედი მაქვს მომავალ წელს ამ დღეს ღირსეულად ავღნიშნავთ”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები