სოხუმის უნივერსიტეტი აფხაზეთში ჩარჩენილ სტუდენტებს თბილისში ნაქირავებ ბინებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ სტუდენტთა ნაწილს, რომელიც თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებს და ნაქირავებ ბინებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, მათ მოგვარებაში დაეხმარება.

ამის შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ პანდემიის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩარჩენილი სტუდენტების ნაწილს თბილისში ნაქირავები ბინები დარჩათ, რომელთა მეპატრონეები მათგან ქირის საფასურის გადახდას ან საცხოვრებელი ფართის განთავისუფლებას ითხოვს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზად არის, სტუდენტებს მსგავსი პრობლემების მოგვარებაში შეძლებისდაგვარად დაეხმაროს.

ამასთან, ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დღემდე ამგვარი თხოვნით სსუ-ის სტუდენტთა თვითმმართველობისა და ადმინისტრაციისათვის არავის მოუმართავს.

სტუდენტებს, ვისაც ამგვარი დახმარებას სჭირდებათ, შეუძლიათ, დაუკავშირდნენ სსუ-ის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომელს, ბატონ გიორგი ომარაშვილს საკონტაქტო ნომერზე 577 17 07 32.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები