ევროკავშირის მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციის პერფორმანსის (SRIP) მოხსენება 2020 გაიმართა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და ამავე ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი რუსუდან ჯობავა, ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ შეხვედრას: “Science, Research and Innovation Performance of the EU 2020” დაესწრნენ. ​
​რუსთაველის ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიდეო-კონფერენცია ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის მიმართულების გენერალურმა დირექტორმა, ჟან-ერიკ პაკემ გახსნა.

ღონისძიება მოხსენებებისა და პანელური დისკუსიების ფორმატში წარიმართა, ხოლო თემატიკა მოიცავდა ევროპის კვლევისა და ინოვაციის სივრცეში მიმდინარე მდგომარეობისა და დინამიკას პოსტ covid – 19 გავრცელების პერიოდში.

აღნიშნული ღონისძიების მოდერატორია ევროკომსარი ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით – მარია გაბრიელი და ევროკომისიიდან კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორი – ჟან – ერიკ პაკე. ღონისძიება ასევე მოიცავს ინოვაციებისა და კვლევების მიმართულებით წამყვანი მომხსენებლების გამოსვლას სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებით.
ვირტუალური შეხვედრის ფარგლებში, დისკუსიის თემატიკა განიხილავდა შემდეგ მიმართულებებს: კვლევისა და ინოვაციის დინამიკა პოსტ covid – 19 პერიოდში და კვლევისა და ინოვაციის ტრანსფორმაცია twin transition პროცესში.
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ევროკომისიის ვებგვერდს”,-აღნიშნულია ​რუსთაველის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები