პრემიერი: ჩვენს ტრადიციებს, სამზარეულოს, სიმღერას, ღვინოსა და სტუმარმასპინძლობას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი – საქართველო, როგორც COVID FREE და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა

“ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდის სიძლიერე, პირიქით, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს სამზარეულოს, ჩვენს სიმღერას, ჩვენს ღვინოსა და სტუმარმასპინძლობას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი – საქართველო, როგორც COVID FREE და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ქვეყანამ სწორად მართა ეს ეტაპი, საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი, შეიძლება უფრო გაძლიერებული გამოვიდეს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს გახსნის, აქ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ საზღვრები გავხსენით და ეს ხალხი უკონტროლოდ შემოვა – არა. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ სუფთა დერეფნებზე, რომლის შესახებაც საუბარი მიმდინარეობს ძალიან მაღალ დონეზე, დეტალურად. შემიძლია გითხრათ, რომგუშინ მე მქონდა საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან სწორედ ამ თემაზე. იქიდან დაინტერესება ძალიან სერიოზულია, ოღონდ ამასთან ერთად, აინტერესებთ, ჩვენი მენეჯმენტი როგორია, როგორ ვიცავთ ჩვენ ჩვენს სივრცეს, ჩვენს ქვეყანას ვირუსის გავრცელებისგან. განსაკუთრებით, საქართველოს პირობებში, როცა ყველა ხედავს, რა ხდება მეზობლებთან. ამიტომ, ინტერესი ძალიან დიდია და ჩვენ სერიოზული დასაბუთება მოგვიწევს იმისა, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტი არ დადგება რისკის ქვეშ. ამიტომ, იქნება მწვანე კორიდორები და ეს პროტოკოლები უკვე დამუშავებულია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად და ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში. მაგალითად, საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური, 72 საათიანი PCR ტესტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საქართველოში ვერ შემოვა. მოგეხსენებათ, რომ ევროპაში უკვე განიხილავენ COVID პასპორტის თემას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისეთ იშვიათი შემთხვევებში, როდესაც საქართველოში ჩამოსულ ადამიანს ტესტი ჩატარებული არ ექნება, ქვეყანაში შეიქმნება სწრაფი PCR ტესტების აღების შესაძლებლობა.

„თუ ასეთი იშვიათი შემთხვევები გვექნება, როდესაც საქართველოში ჩამოსულ ადამიანს ასეთი ტესტი არ ექნება, ჩვენ ქვეყანაში შევქმნით სწრაფი PCR ტესტების აღების შესაძლებლობას, მაგრამ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ქვეყანაში შემოვლენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი წესი იქნება დაცული. გარდა ამისა, ეს ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები მოხვდებიან კონკრეტულ სასტუმრო კომპლექსებში, რომლებსაც ასევე ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ნებართვა. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, რეპუტაციულად ჩვენი ტურიზმის სექტორს ვაყენებთ რისკის ქვეშ. ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდის სიძლიერე, პირიქით, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენსსამზარეულოს, ჩვენს სიმღერას, ჩვენს ღვინოს და სტუმარ-მასპინძლობას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი – საქართველო, როგორც COVID FREE და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა. ეს არის შემთხვევა, როდესაც ვსაუბრობთ კრიზისზე, როგორც შესაძლებლობაზე. ტურიზმში ამის გაკეთება შეგვიძლია. თუ ჩვენ სწორად ვმართეთ ეს ეტაპი, საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი, შეიძლება უფრო გაძლიერებული გამოვიდეს.

აქ დაისვა კითხვა, რას უშვრებით ტურიზმში დასაქმებულ ამდენ ადამიანს, პროფილის შეცვლაზე ხომ არუნდა ვიფიქროთ – ჯერ არ უნდა ვიფიქროთ, ჯერ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ საქართველო იყოს ის ქვეყანა, რომელიც ტურიზმს გახდის ეფექტურს და შეგვიძლია, ტურიზმში დამატებითი ღირებულება გავზარდოთ, იმიტომ, რომ მეტი გადახდისუნარიანი ტურისტის შემოყვანა იქნება შესაძლებელი. მითუმეტეს, რომბოლო 2-3 წლის განმავლობაში 5 ვარსკვლავიანიმაღალი დონის სასტუმროების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები