თამარ ჩუგოშვილი: ხელისუფლება საკმაოდ ეფექტურად და კარგად გაუმკლავდა იმ კრიზისს, რომელშიც აღმოვჩნდით

“ამ მომენტამდე ვფიქრობ და მგონი, საზოგადოებაც ასე ფიქრობს, რომ ხელისუფლება საკმაოდ ეფექტურად და კარგად გაუმკლავდა იმ კრიზის, რომელშიც აღმოვჩნდით”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, დღეს ყველა მეტად დაცულად ვგრძნობთ თავს, ვიდრე – ცოტა ხნის წინ და ეს როგორც ხელისუფლების მუშაობის, ასევე, მოქალაქეების მაღალი თვითშეგნებისა დამსახურებაა.

„ამ მომენტამდე ვფიქრობ და მგონი, საზოგადოებაც ასე ფიქრობს, რომ ხელისუფლება საკმაოდ ეფექტურად და კარგად გაუმკლავდა იმ კრიზისს, რომელშიც აღმოვჩნდით. დღეს, ალბათ, ყველა უფრო მეტად დაცულად ვგრძნობთ თავს, ვიდრე – ცოტა ხნის წინ და, შესაბამისად, ეს როგორც ხელისუფლების მუშაობის, ასევე, ჩვენი მოქალაქეების მაღალი თვითშეგნებისა და მაღალი ორგანიზებულობის დამსახურებაა. ამისთვის ყველას ეკუთვნის ნამდვილად მადლობა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები