ქუთაისის ერთი პაციენტის საკონტროლო კვლევა “კოვიდ19”-ზე ისევ დადებითია

ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში დარჩენილი ერთი პაციენტის საკონტროლო კვლევა კორონავირუსზე კვლავ დადებითია, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შუახნის ქალი თერჯოლის კლასტერს განეკუთვნება და სოფელ ღვანკითიდანაა.

ქალი კლინიკაში დაახლოებით ერთი თვეა მკურნალობს.

ცნობისთვის, კლინიკას ჯამურად 39 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

შეგახსენებთ, იმერეთის მასშტაბით Covid19-ზე სამი პაციენტი მკურნალობს. სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები