აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ქობულეთში. აჭარის მთავრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ და უგზო- უკვლოდ დაკარგულთა სკვერში შეიკრიბა.

აჭარის მთავრობის, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა ტერიტორიაზე არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულებს პატივი მიაგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები