ჩხოროწყუში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები ყვავილებით შეამკეს

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 102 წელი გავიდა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა – დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა – გოგა გულორდავამ და ჯუმბერ იზორიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები ყვავილებით შეამკეს.

ასევე, სოფელ ახუთში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სიმბოლურად, მარადმწვანე ხე-მცენარეები დაირგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები