ახალქალაქში უხვი ნალექის შედეგად ნათესები დაიტბორა

ახალქალაქში, უხვი ნალექის გამო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ნათესები დაიტბორა.
როგორც ადგილობრივები „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აცხადებენ, ჯავახეთში წვიმა ორი დღეა გრძელდება. სოფელ გონდურაში კი ნათესების გარდა, გზებიც დაიტბორა, რამაც გადაადგილების პრობლემები შექმნა.
„ორი დღეა ისე წვიმს არ გაჩერებულა. ნეტავ, მალე გამოვიდეს ამინდები, რომ რაც დარჩა, ის მოსავალი მაინც აღარ დაზიანდეს. დიდ პრობლემებს შეგვიქმნის მომავალში“, – უყვებიან „რეგიონულ კვირას“ ადგილობრივები.
სოფელ გონდურასის მსგავსად, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა დილიფშიც. ადგილობრივების ინფორმაციით, მინდვრებში ნათესების გადარჩენას მოსახლეობა საკუთარი სახსრებით ცდილობს.

ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიისთის ჯერჯერობით უცნობია. მერიაში არ უარყოფენ, რომ წვიმამ ნათესები პატარა გონდურასა და დილიფში ნამდვილად დააზიანა. მათი ინფორმაციით, წყლის ძლიერმა ნაკადმა კარტოფილის ნათესები ფესვიანად მოგლიჯა.

მერიაში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ ზარალის დათვლას გამოდარებისთანავე დაიწყებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები