საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 06:06 საათზე დედოფლისწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 39 კილომეტრში, სოფელ ხალაწანთან მიწისძვრა მოხდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისძვრა 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.