საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოქალაქეების მხრიდან 260 შეტყობინება შევიდა, ძლიერი ქარის შედეგად 13 ავტომობილი დაზიანდა

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 12 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, 260 შეტყობინება დაფიქსირდა, აქედან 240 – თბილისში.

მათივე ცნობით, მოქალაქეების დაშავება ან დაზიანება არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.

“შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო, დაფიქსირდა რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევები, რა დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა.

ხის ტოტების მოტეხის შედეგად, ჯამში, 13 ავტომობილი დაზიანდა.

მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე რეაგირება მოახდინეს. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო ადგილობრივი მუნიციპალური და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები