“აფხაზეთობის” დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში დევნილებმა სასურსათო დახმარება მიიღეს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და “აფხაზეთობის” დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში, “ვექტორის დასახლებაში” კომპაქტურად ჩასახლებულმა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სასურსათო დახმარება მიიღეს.

დევნილებს სასურსათო პაკეტები და პირველადი დახმარების ნივთები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა გადასცეს.

მათი ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარება 70 დევნილ ოჯახს გადაეცა. მათივე თქმით, ჰუმანიტარულ აქციაში, ჩართულნი არიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები, რომელთა ხელფასებიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით ხორციელდება მსგავსი აქციები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

ცნობისთვის აღნიშნული აქცია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები