ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში “კოვიდ19” ოთხ პირს დაუდასტურდა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიხამ, სამი არასრულწლოვანია.
სამი მათგანი 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კონტაქტია – ერთი ოჯახის წევრია, ხოლო ორი ნათესავი.
რაც შეეხება. მეოთხე ინფიცირებულს, ახალგაზრდა ქალს მოგზაურობის ისტორია აქვს.
მათ კორონავირუსზე ტესტი, საეჭვო სიმპტომების გამო, გუშინ განმეორებით ჩაუტარდათ.
ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, საოკუპაციო ზოლთან მდებარე რუხის კლინიკაში სულ 29 პირი განაგრძნობს მკურნალობას, მათგან 13 კოვიდინფიცირებული პაციენტია.