88 წლის ბებიის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბებიის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე ბრალდებული ნ.ს. დამნაშავედ ცნო.

საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქ.თბილისში 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ.ს-მ რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ლოგინად ჩავარდნილ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ 88 წლის ბებიას – ა.ს-ს და სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

პროკურატურის ცნობით, ნ.ს-ს ბრალდება 2019 წლის 19 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართალი კოდექსის 1261-ე მუხლის 2 ნაწილი „ა ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ(ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ს. სრულად წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების  1 წლითა და 6 თვით  აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები