სოფელ საკვიკვინიოში, მდინარე მუნჩიასთან ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში, მდინარე მუნჩიასთან ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება და მას შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.

“პროექტის შესაბამისად 220 მეტრზე მოეწყობა გააბიონი, რაზეც 171 000 ლარამდე დაიხარჯება. სოფელ საკვიკვინიოში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი – გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე – მახარე ჩოკორაია გაეცნენ. გაბიონის მოწყობის შემდეგ მოქალაქეთა საკარმიდამო ნაკვეთები და გზის მონაკვეთი დაცული იქნება დატბორვისგან და ჩამოშლისგან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები