„26 მაისის აქციაზე პოლიციელის დაღუპვა დაგეგმილი იყო“

   „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 26 მაისის საქმეზე საქალაქო სასამართლოში ჩვენება უკვე მისცა. მისი განცხადებით, 26 მაისის აქციაზე პოლიციელის დაღუპვა დაგეგმილი იყო. ბურჯანაძის თქმით, სპეცრაზმს მისი ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული. როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა განაცხდა, 26 მაისს არ მომხდარა მიტინგის დაშლა – ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია. “დაგეგმილი იყო, რომ მსხვერპლი ყოფილიყო და პოლიციელი დაღუპულიყო. ვუსამძიმრებ ყველა დაღუპულის ოჯახს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიმართლე დადგინდეს”, – განაცხადა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, აქციაზე ნამდვილი ტყვიები ესროლეს მანქანას, სადაც მისი შვილი იჯდა, რაზეც რეაგირება ითხოვა. თუმცა, ბურჯანაძის თქმით, ამაზე წინა ხელისუფლების პირობებში პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია. სასამართლო პროცესზე 26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის ვლადიმერ მასურაშვილის დედაც იმყოფება. დარბაზში იმყოფებიან ასევე – შოთა უტიაშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები