მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ამბობდა, თითქოს, გიორგი გახარიას გული უსკდებოდა პარლამენტში მოსვლაზე, თუმცა, 27 მაისსაც მოდის, 29-შიც ინტერპელაციის წესით და ივნისშიც რეგლამენტით უწევს მოსვლა

“ოპოზიცია ამბობდა, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას გული უსკდებოდა პარლამენტში მოსვლაზე და მათი კითხვების გაგონებაზე, თუმცა, 27-შიც მოდის, 29-შიც ინტერპელაციის წესით მოდის და ივნისშიც რეგლამენტით უწევს მოსვლა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ​ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მას ბევრი კითხვა პრემიერთან არ აქვს.

„მე პირადად ბევრი კითხვა არ მაქვს პრემიერთან, რადგან ჩართული ვარ ყოველდღიურად, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცესში, როგორც – ბევრი პარლამენტარი. ოპოზიცია ამბობდა, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას გული უსკდებოდა პარლამენტში მოსვლასა და მათი კითხვების გაგონებაზე, თუმცა, 27-შიც მოდის, 29-შიც ინტერპელაციით მოდის, ივნისშიც უკვე რეგლამენტის თანახმად უწევს მოსვლა, ანუ მოკლე პერიოდში სამჯერ მოუწევს მოსვლა და ყველა კითხვას დარწმუნებული ვარ, ამომწურავ პასუხებს გასცემს იმიტომ, რომ ერთ მხარეს არის საქმე, მეორე მხარეს – სპეკულაცია, რომელიც, მაგალითად, ამაში გამოიხატება – 29-ში როცა იბარებდნენ ინტერპელაციის წესით, ზუსტად იცოდნენ, რომ ამის მერე 2 დღეში უნდა ყოფილიყო წერილობითი ანგარიში წარმოდგენილი პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რეგლამენტი ყველას აქვს წაკითხული და თუ არ აქვთ, ცალკე პრობლემაა, შემდეგ მომდევნო თვეში უნდა მოვიდეს და ამ ანგარიშზე უნდა ისაუბროს. თუმცა, რადგან ასე აინტერესებთ დეტალები, პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ 27-შიც მოვა, 29-შიც და ივნისშიც”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები