ფოთის “ცხელების ცენტრში” მოთავსებულ 2 მცირეწლოვანს კოვიდინფიცირება არ დაუდგინდა

ფოთის ჰოსპიტლის ე.წ ცხელების ცენტრში ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებულ ორ მცირეწლოვან პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, ამჟამად ორივე მცირეწლოვანი კლინიკიდან გაწერილია.

„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ წლისა და ხუთი თვის გოგონას, ასევე, ექვსი თვის ბიჭს ლანჩხუთიდან „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდათ. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში PCR კვლევისთვის. მათ აღენიშნებოდათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები და მოთავსებულები იყვნენ ბოქსირებულ პალატებში. ორივე მათგანი უკვე გავწერეთ კლინიკიდან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები