საბერძნეთში ტურისტული სეზონის გახსნა გადავადდა

საბერძნეთში, საკარანტინე ზომების შესუსტების ფარგლებში, ტურისტული სეზონი 1-ელი ივნისის ნაცვლად 15 ივნისს გაიხსნება.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ხალხისადმი მიმართვის დროს განაცხადა.

აღინიშნება, რომ ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად მუშაობას განაახლებენ სასტუმროებიც.

გარდა ამისა, 1-ელი ივლისიდან საბერძნეთში დაიწყება პირდაპირი უცხოური ავიარეისების მიღებაც.

ტურისტებს შერჩევით მოუწევთ სამედიცინო ტესტების გავლა, სავალდებულო იქნება საერთო სანიტარული პროტოკოლების შესრულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები