სალომე ზურაბიშვილი: ჯუმბერ მილაძის გარდაცვალება ბორდერიზაციისა და გამშვები პუნქტების ჩაკეტვის მორიგი ტრაგიკული შედეგია

“ჯუმბერ მილაძის გარდაცვალება ბორდერიზაციისა და გამშვები პუნქტების ჩაკეტვის მორიგი ტრაგიკული შედეგია”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის იმ მამაკაცის გარდაცვალებას, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ “წითელი ჯვრის” მეშვეობით იქნა გადმოყვანილი.

„ჯუმბერ მილაძის გარდაცვალება ბორდერიზაციისა და გამშვები პუნქტების ჩაკეტვის კიდევ ერთი ტრაგიკული შედეგია. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო საერთო მტერს ებრძვის, ასეთი ფაქტები სოლიდარობის მარცხზე მიანიშნებს“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები