კელი დეგნანი: ნებისმიერი გზავნილი ამერიკის ხელისუფლებისგან იმას ემსახურება, რომ საქართველომ მეტ წარმატებას მიაღწიოს

​საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ნებისმიერი გზავნილი ამერიკის ხელისუფლებისგან იმას ემსახურება, რომ საქართველომ მეტ წარმატებას მიაღწიოს.

მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებით კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს.

“სენატორები და კონგრესმენები დამოუკიდებელ საკანონმდებლო შტოს წარმოადგენენ. ისინი აღმასრულებელი შტოსგან დამოუკიდებლები არიან, რომელსაც მე წარმოვადგენ. ყოველთვის თავს ვიკავებ სხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლების განცხადებებზე კომენტარისგან, რადგან მე სულ სხვა, აღმასრულებელ შტოს ვეკუთვნი. თუმცა ნებისმიერი გზავნილი ამერიკის ხელისუფლებისგან იმას ემსახურება, რომ საქართველომ მეტ წარმატებას მიაღწიოს, აისრულოს თავისი ოცნებები, იქნება ეს ძლიერი, ღია და დემოკრატიული საზოგადოების შექმნა თუ ეკონომიკური კეთილდღეობა, რასაც ასე იმსახურებს ქართველი ხალხი. ამიტომ, ნებისმიერი კომენტარი ამ სულისკვეთებით უნდა იქნას აღქმული. თუ გადავხედავთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, ჩვენ სხვადასხვა საკითხზე ფართო კომუნიკაცია და თანამშრომლობა გვაქვს, განსაკუთრებით, რაც შეეხება საერთაშორისო და რეგიონალურ უსაფრთხოებას. ამიტომ, როდესაც რაიმე კონკრეტული საკითხი წამოიჭრება ხოლმე, ღია ფორმატში ვწყვეტთ საკითხებს. კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს და ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ ღრმაა”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები