შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
შუახევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაბის თემში 153 178 ლარის სამუშაოები განხორციელდება.