ფრიდონ ფუტკარაძემ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა.

“მინდა, ყველა მეთორმეტეკლასელს მოგილოცოთ სკოლის დამთავრება! ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპის დაწყება, რომელმაც უნდა მოგცეთ საშუალება, მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები. გისურვებთ წარმატებებსა და დასახული მიზნების განხორციელებას – იქნება ეს სტუდენტობა თუ ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელიც თქვენთვის პრიორიტეტულია. რომ არა პანდემია, სკოლაში გატარებული 12 წლის საფინალო – ბოლო ზარი, რომელიც ტრადიციადაა ქცეული, წელსაც საზეიმოდ დაირეკებოდა თეთრი პერანგების, სახალისო ნახატების, სამახსოვრო წარწერების, მილოცვებისა და ხალხმრავალი ღონისძიებების ფონზე. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ შეძელით გამკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას. თქვენ ხართ გამორჩეული თაობა და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით! გილოცავთ! გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს!”, – აღნიშნულია მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები