გიორგი ვოლსკი: ოქრუაშვილის მხრიდან ეს იყო ნაწილობრივი აღიარება
„პოლიციის ქმედება 20 ივნისს იყო სამართლებრივი რეაგირება პოლიციისა იმ ქმედებებზე, რასაც ოქრუაშვილის მონაწილეობით ჩადიოდა საკმაოდ კარგად ორგანიზებული ჯგუფი – პარლამენტში შემოჭრა. „ვაიძულეთ” მხოლოდ ფიგურალურად შეიძლება, ითქვას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა. ის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ 20 ივნისის მოვლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ოქრუაშვილი ამბობს, რომ – “ეს შეცდომა ჩვენ კარგი გაგებით მას დავაშვებინეთ, მან გაისროლა”.
„სამართლებრივად ეს სწორედ ის არის, რაც უნდა მომხდარიყო ამ შემოტევის შემდეგ. სამწუხაროდ, ასეთი ხარისხის დაპირისპირების დროს ადამიანების დაშავება არ არის ახალი არც განვითარებული დემოკრატიებისთვის. ვიცით, რა ხდებოდა ევროპაში, მაგრამ მისი მხრიდან ასეთი ნაწილობრივი აღიარება არის სწორედ ის, რამაც გააღიზიანა ამ პოლიტიკური მედიასაშუალების შემადგენლობა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.