“რამდენიმე დღეა, ჯარმა აშალა ბანაკი, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიარე ნაბინადარი და ერთი ნამწვიც კი ვერ ვიპოვე, ესეც ქვეყნის სამსახურია”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ვასილ გვენცაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე მანგლისის მიმდებარედ გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, სადაც კარანტინის გამო ქართული ჯარის საგუშაგოები იყო განთავსებული. მისი თქმით, ტერიტორია ჯარისკაცების მიერ საგულდაგულოდ იყო დალაგებული.
“აი, აქ იყვნენ დაბანაკებულები ჩვენი ჯიგარმაგარა ჯარისკაცები 2 თვის განმავლობაში. მოგეხსენებათ, Covid კარანტინის გამო, თბილისის შესასვლელი მანგლისის მხრიდანაც დაკეტილი იყო. რამდენიმე დღეა, ჯარმა აშალა ბანაკი, დაუბრუნდა მუდმივი დისლოკაციის ადგილს.
სულ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიარე ამათი ნაბინადარი და ერთი ნამწვიც კი ვერ ვიპოვე, საგულდაგულოდ დაულაგებიათ აქაურობა.
ესეც ქვეყნის სამსახურია, მაღალი და სამაგალითო სტანდარტია ჩვენი გაჩუჩმეკებული ყოფისთვის.
ჩვენს ჯარს ვენაცვალე უბრალო და წესიერ ჯიგარში.
პ.ს.თუ ვინმემ იცით, დათაგეთ შესაბამისი უწყება, – იცოდნენ ჩვენი მადლიერების შესახებ”, – წერს ვასილ გვენცაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები