ანა ფოტიგა: საქართველოში კოვიდ-19-თან ბრძოლის კუთხით მიღწეული კარგი შედეგი, ნაწილობრივ, ევროკავშირის დახმარების შედეგიცაა და ასე უნდა გაგრძელდეს

„მოვუწოდებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, განაგრძოს საქართველოს ფინანსური, ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ანა ფოტიგამ აღნიშნა, რომ ის კარგი შედეგები, რომლებიც საქართველოს აქვს კოვიდ-19-ის ბრძოლის კუთხით, ნაწილობრივ, ევროკავშირის დახმარების შედეგიცაა და ეს ასე უნდა გაგრძელდეს.

„საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამიტომაა, რომ არსებობს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თითქმის სრული მხარდაჭერა საქართველოსადმი, მიუხედავად მთავრობებისა”, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა კვლავ ოკუპაციის ქვეშაა, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ სრულდება და ყოველდღიურად ბორდერიზაციის პროცესს აქვს ადგილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები