ჩოხატაურში ინფრასტრუქტრული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დაბა ჩოხატაურში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ღირებულება 426 718 ლარს შეადგენს.

ამ დროისთვის, სოფელ ჯვარცხმაში ნახევარკილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 85 000 ლარით ფინანსდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა – ზურაბ ნასარაიამ პირველ მოადგილესთან – აკაკი შენგელიასთან, ჩოხატაურის მერთან – ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

“გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა და სამივე მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. ყველა ის სამუშაო, რომელიც დაწყებული და დაგეგმილი იყო, განსაზღვრულ ვადებში დასრულდება“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები