ჩინეთის საგარეო უწყება: აშშ-ს მსოფლიოში “ჰაკერების უმსხვილესი იმპერია აქვს”

“აშშ ინტერნეტში მასშტაბურ გლობალურ თვალთვალს ახორციელებს და ამით მსოფლიოში “უმსხვილესი ჰაკერულ იმპერიას” წარმოადგენს, ვაშინგტონმა მსგავსი ქმედება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს”, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიძიანმა განაცხადა.

ჩინეთის საგარეო უწყებაში აღნიშნული განცხადება აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის ბრალდებას მოჰყვა, რომელმაც Apple ჩინეთსა და რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. ბარის თქმით, ორივე ქვეყანა მოქალაქეებზე თვალთვალის ორგანიზებას გეგმავდა.

“სინამდვილეში სწორედ აშშ ახორციელებს მასშტაბურ გლობალურ თვალთვალს და ქსელებიდან მასალებს იპარავს, სწორედ ისინი არიან მსოფლიოში უმსხვილესი ჰაკერული იმპერია”, – განაცხადა დიპლომატმა.

მისი თქმით, პეკინი მოუწოდებს ვაშინგტონს, ციფრულ ეპოქაში, პირადი ცხოვრების შეუხებლობის უფლების გაეროს რეზოლუციის დაცვისკენ და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ინტერნეტში გლობალური მოპარვა.

“ასევე, მოვუწოდებთ, ცალკეულ ამერიკელ ჩინოვნიკს, ჩინეთის მისამართით ცრუ ინფორმაციის გავრცელება შეწყვიტონ”, – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები