ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო ბიზნესის მხარესაა

„სახელმწიფო ბიზნესის მხარეს არის, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც ბიზნესისთვის, კერძოდ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ, გარკვეულ შეღავათებს გულისხმობს,” – ამის შესახებ პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.

მისი თქმით, 2020 წლის 1-ელი მაისიდან 6 თვით, ვისაც აქვს ხელფასი 1500 ლარამდე, 750 ლარის ნაწილში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება.

კომიტეტის თავმჯდომარე ბიზნესს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. მისი თქმით, დღეს წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მათთვის. რაც შეეხება ამ შეღავათების შედეგად ბიუჯეტში 250 მილიონიან დანაკლისს – როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ თანხის დაბალანსების შესაძლებლობა გვექნება.

„ხდება გარკვეული სოციალური რისკების გადაზღვევა. გარდა საშემოსავლო გადასახადისა, შეღავათებია დღგ-ს კუთხით არენდისა და ლიზინგის ნაწილში, რაც მნიშვნელოვანია და წარმოდგენილ ცვლილებებს კომიტეტი მხარს უჭერს”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ

დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ ინიცირებული საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები