FT: აშშ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პატენტის გარეშე არ გასცემს

ვაშინგტონი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეზოლუციაზე უარის თქმას აპირებს, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ღარიბი ქვეყნებისთვის პატენტის გარეშე გადაცემას გულისხმობს.

ამის შესახებ Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

ჟენევაში, აფრიკული ქვეყნების ელჩების განცხადებით, ამერიკელი დიპლომატები მათ დარწმუნებას ცდილობდნენ, რომ ახალ რეზოლუციაში ფორმულირების შესუსტება მოხდეს. თუმცა, ქვეყნების წარმომადგენლები შიშობენ, რომ გაცილებით მდიდარი ქვეყნები ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მათთვის გადაცემას შეუშლიან ხელს, შესაბამისად, დიპლომატებს უარი უთხრეს.

რეზოლუციის განხილვა და კენჭისყრა დღეს უნდა მოხდეს.

როგორც FT-ს ერთ-ერთმა ელჩმა უამბო, აშშ-მა გარკვეული სამუშაო ჩაატარეს პატენტებსა და ინტელექტუალური საკუთრების სავაჭრო ასპექტებთან დაკავშირებული შეთანხმების მხრივ.

აღინიშნება, რომ აშშ, ასევე, სხვა ქვეყნები, რომლებსაც ძლიერი ფარმაცევტული სექტორი აქვთ, როგორებიც არის ბრიტანეთი, შვეიცარია და იაპონია, რეზოლუციიდან გარკვეული ფორმულირების ამოღებას ცდილობდნენ, რომლის თანახმად მთავრობებს შეუძლიათ, გააუქმონ წესები, რომლებიც საგანგებო ვითარების დროს ინტელექტუალურ საკუთრებას შეეხება.

იმ შემთხვევაში, თუ ფორმულირებები უცვლელი დარჩება, ღარიბ ქვეყნებს შეეძლებათ დაარწმუნონ ვაქცინის შემქმნელი კომპანიები, მათ ინტელექტუალური საკუთრების უფლებები გადასცენ, რომ შემდგომში პატენტის გარეშე, მოხდეს ღარიბ ქვეყნებში ვაქცინის იაფი წარმოება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები