თენგიზ ცერცვაძე: საშუალო მაჩვენებლით პლატოზე ვართ, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა და ეკონომიკის ამოქმედება შესაძლებელი იქნება

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა და ეკონომიკის ამოქმედება შესაძლებელი იქნება, თუმცა სიფრთხილე აუცილებელია.

მისივე თქმით, რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში შეზღუდვების მოხსნის პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის.

“თუ გადავხედავთ ერთგვარ საშუალო მაჩვენებელს, პლატოზე ვართ, ანუ საშუალოდ ახალი შემთხვევების რაოდენობა არ იცვლება და ის, საბედნიეროდ, არის ან ერთნიშნა რიცხვის, ან მაქსიმუმ 20-ის ფარგლებში. სცენარის ასეთი განვითარება სავსებით მისაღებია.

შესაძლებელი იქნება შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა და ეკონომიკის ამოქმედება, მაგრამ გააგრძელეთ სიფრთხილე – სოციალური დისტანცირება, დიდი თავშეყრებისგან თავის შეკავება, ხელების ხშირად დაბანა, პირბადის ტარება იქ, სადაც საჭიროა. ასეთ შემთხვევაში მე ველი, რომ ეს შეზღუდვების მოხსნის პროცესი ჩაივლის უმტკივნეულოდ და უმტკივნეულოში ვგულისხმობ, რომ დღევანდელი მდგომარეობა იქნეს შენარჩუნებული”, – განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები