მარინა ეზუგბაია: გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რიცხვს 187-ით აღემატება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამჟამად, მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რიცხვს 187-ით სჭარბობს, რაც, ეზუგბაიას თქმით, სოლიდური რიცხვია.
“გუშინდელი მონაცემებით, 695 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, გუშინ 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და არის 701. გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყოს 425, დაგვემატა 7 და არის 432. დღეისათვის კოვიდის მიმღებ ცენტრებში 257 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის საკმაოდ სოლიდური რიცხვია, 187-ით სჭარბობს უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.