დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, დღეს აღებული 56 ნიმუშიდან კორონავირუსზე ორი ტესტის პასუხი დადებითია, დანარჩენი კი უარყოფითი.
მათივე ცნობით, ინფიცირებულები ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან არიან. ყველა მათგანი კარანტინში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, ამჟამად რეგიონში სულ 7 დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტია, ტრაილერის ინფიცირებული მძღოლი კი თბილისში რესპუბლიკურ სავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ორმხრივი პნევმონია აქვს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.
მას შემდეგ რაც კოვიდინფიცირებული მამაკაცის დედას და ორ შვილს კორონავირუსი 16 მაისს დაუდასტურდათ, წერეთლის ქუჩის მაცხოვრებელთა მასობრივ თერმოსკრინინგი ჩატარდა.