ლაგოდეხში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემის II ეტაპი დასრულდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისათვის კვების სასურსათო პაკეტების გადაცემის II ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სურსათის დარიგების პროცესს მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო.
როგორც ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს სასურსათო პაკეტების დარიგების პროცესში მკაცრად იქნა დაცული მთავრობის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი რეკომენდაციები.14 დასახელების პროდუქტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ 31 საბავშვო ბაღის 1627აღსაზრდელმა მიიღო.