მეუფე იაკობი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეზე: ცხოვრობ მასე? იცხოვრე, მაგრამ რატომ აკეთებ პროპაგანდას?

“ცხოვრობ მასე? იცხოვრე, მაგრამ რატომ აკეთებ პროპაგანდას?”, – ამის შესახებ  ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სასულიერო პირი რომ არ იყოს, მისთვის ასეთი ცხოვრების წესი მაინც მიუღებელი იქნებოდა.

„ჩვენთვის, არა თუ კაცის კაცთან, ქალის ქალთან, კაცის და ქალის მასეთი, არაქორწინებითი ურთიერთობა ითვლება ცოდვად და როგორ შეიძლება ჩვენ ნებისმიერი სახის ცოდვა გამოვარჩიოთ, რომ ესენი ამ ტრადიციის მიმდევრები არიან და სექსუალურად რასაც უყურებენ, ასე უყურებენ და ყოჩაღ ამათ. ჩემთვის ახლა მაგი მიუღებელია, სასულიერო პირი რომ არ ვიყო, ისედაც მიუღებელია. ცხოვრობ მასე? იცხოვრე, მაგრამ გამოხვიდე, თავს მომახვიო, რატომ აკეთებ პროპაგანდას?“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები