ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს „თბილისი პრაიდი“ ონლაინკონფერენციით აღნიშნავს

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს „თბილისი პრაიდი“ ონლაინკონფერენციით აღნიშნავს.

“თბილის პრაიდის” ინფორმაციით, ონლაინკონფერენციაზე რამდენიმე სპიკერი გამოვა.

“გაგაცნობთ ჩვენი დემონსტრაციის “ერთად გადავრჩებით! – 17 მაისი ონლაინ” სპიკერების ნაწილს:

ლუიზა ვინტონი – საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი. მოხსენება: “საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საქართველოში ლგბტქი უფლებათა დაცვის კუთხით”;

ელენე ხოშტარია – საქართველოს პარლამენტის წევრი, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, მოხსენება: “პოლიტიკოსებისა და პარლამენტის როლი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში”;

დიმიტრი ცქიტიშვილი – საქართველოს პარლამენტის უპარტიო წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. მოხსენება: “საკანონმდებლო ორგანოს როლი ლგბტქი ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

შემოგვიერთდით დღეს, 17 მაისს, 18:00 საათიდან!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები