მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 31 პაციენტიდან, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა კრიტიკულად აღარ განიხილება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 31 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა კრიტიკულად აღარ განიხილება.
„ჩვენს ცენტრში დღეისათვის წევს 31 დადასტურებული შემთხვევა, აქედან როგორც უკვე გითხარით, გუშინ კიდევ 8 ახალი დადასტურებული პაციენტი გვყავდა, გამოჯანმრთელდა მხოლოდ 3 პაციენტი და მათ დატოვეს კლინიკა. აქედან გამომდინარე 31 პაციენტი გვყავს. 1 პაციენტი, რომელსაც მუდმივად ვახსენებთ, კრიტიკული პაციენტია შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და კრიტიკულად აღარ განიხილება მაგრამ, ეს პაციენტი ჯერჯერობით კვლავ მძიმეა, ინტენსიური პაციენტია იმიტომ, რომ მაინც გარკვეულწილად ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებს, ანუ ჟანგბადდამოკიდებულია. გადავხედოთ რამდენიმე დღე და საბოლოოდ ალბათ ვიტყვით ამ პაციენტის პროგნოზს მომავალში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.