გიორგი კახიანი: ოქრიაშვილის პოზიცია თავიდანვე იყო ცნობილი, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან უმრავლესობის მხრიდან ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარდაჭერა ექნება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კახა ოქრიაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

მისი თქმით, ეს არაფერს ნიშნავს იმ თვალსაზრისით, რომ უმრავლესობის მხრიდან ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარდაჭერა ექნება.

„ბატონი კახა ოქრიაშვილის მხრიდან ასეთი პოზიცია თავიდანვე იყო ცნობილი და იგი ერთადერთი გახლდათ, ვინც თავიდანვე აცხადებდა, რომ არ აპირებდა ამ ცვლილების მხარდაჭერას, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს იმ თვალსაზრისით, რომ უმრავლესობის მხრიდან ექნება ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარდაჭერა. ჩვენ ვართ იმ შეთანხმების ერთგულნი, რომელსაც საზოგადოების წინაშე ხელი მოვაწერეთ. მისი დამოკიდებულება, ცხადია, ვერანაირად  აისახება უმრავლესობის პოზიციასა და გადაწყვეტილებაზე”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები