გიორგი კახიანი: საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ყველა შეზღუდვა, რომელიც ამ პერიოდში არსებობდა, გაუქმდება

“საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ყველა შეზღუდვა, რომელიც ამ პერიოდში არსებობდა, გაუქმდება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ აღარ გახანგრძლივდება.

მისივე თქმით, შეზღუდვების გაუქმებას შესაბამისი თანმიმდევრობა ექნება, თუმცა, იმავდროულად, თუ საჭიროება იქნება, პარლამენტი კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაზეც იმსჯელებს.

„ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე და მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აღარ არის საჭირო, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილებაც არის მიღებული. თუმცა, როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, გარკვეული პერიოდის მანძილზე ვირუსთან თანაცხოვრება მოგვიწევს, ამიტომ, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ყველა შეზღუდვა, რომელიც ამ პერიოდში არსებობდა, გაუქმდება”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები