აზერბაიჯანში 18 მაისიდან რესტორნები და კაფეები გაიხსნება
ბაქოში, სუმგაითში, გიანჯაში, ლიანქარანსა და აპშერონში 18 მაისიდან რესტორნები და კაფეები მუშაობას განაახლებენ.
ოპერატიულმა შტაბმა საკარანტინე ზომების შესუსტების გადაწყვეტილება მიიღო.
რესტორნები, კაფეები, ჩაის სახლები და სხვა საზოგადოებრივი ობიექტები დილის 08:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე იმუშავებენ. ამასთან, ჩილიმის გამოყენებაზე აკრძალვა შენარჩუნებულია.
კვების ობიექტები სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების მკაცრი დაცვის იმუშავებენ.
წესების დარღვევა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
ასევე, 18 მაისიდან მუზეუმები და საგამოფენო დარბაზები განაახლებენ მუშაობას.
ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, 65 წელს ზემოთ ადამიანებს ქუჩაში გასვლის უფლება მისცეს.