აქციას – “გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოხლე” დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
სისხლის უანგარო დონაცია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” რაიონულ ორგანიზაციაში ჩატარდა, სადაც მონაწილეობა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქეებმაც მიიღეს.
“ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი უერთდება აქციას და საგარეჯოს რაიონული ორგანიზაცია სრული შემადგენლობით ვიღებთ მონაწილეობას სისხლის უანგარო დონაციაში”, – განაცხადა საგარეჯოს მაჟორიტარმა-დეპუტატმა, რომან მუჩიაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას კახეთის რეგიონიდან საგარეჯოს ჩათვლით 8 მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
შეგახსენებთ, აქციის მიზანს მოქალაქეების დახმარება და სისხლის დეფიციტის შევსება
წარმოადგენს.