მარინა ეზუგბაია: თვითშეზღუდვებზეა დამოკიდებული შემდგომში ამ დაავადების გავრცელება
„დარჩი სახლში“, – ასეთი კატეგორიულები არ ვართ, მაგრამ თუ არ დარჩებით, შეზღუდვები მაქსიმალურად გაითვალისწინეთ”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ შეზღუდვებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„თვითშეზღუდვები დავიწესოთ. ჩვენს თვითშეზღუდვებზე არის დამოკიდებული შემდგომში ამ დაავადების გავრცელება ჩვენს ქალაქსა და ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.